რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი ელოდება, რომ კიევი მიიღებს რუსეთის მოთხოვნებს.
“მოსკოვი ელოდება, რომ კიევი მიიღებს მოსკოვის მოთხოვნებს და გააცნობიერებს დე ფაქტო ვითარებას, რეალურ ვითარებას, რომელიც არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა რუსული მედიის ცნობით.
დამაზუსტებელ კითხვაზე, ეხება თუ არა ეს ტერიტორიულ დათმობებს, კრემლის სპიკერმა ასე უპასუხა:
“ეს არ არის ტერიტორიული დათმობები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიევს სჭირდება, აღიაროს დე ფაქტო სიტუაცია და უბრალოდ ფხიზლად შეაფასოს იგი”, – აღნიშნა პესკოვმა.