მოსკოვი ელოდება, რომ კიევი მიიღებს ჩვენს მოთხოვნებს – პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი ელოდება, რომ კიევი მიიღებს რუსეთის მოთხოვნებს.

“მოსკოვი ელოდება, რომ კიევი მიიღებს მოსკოვის მოთხოვნებს და გააცნობიერებს დე ფაქტო ვითარებას, რეალურ ვითარებას, რომელიც არსებობს“, – განაცხადა პესკოვმა რუსული მედიის ცნობით.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ეხება თუ არა ეს ტერიტორიულ დათმობებს, კრემლის სპიკერმა ასე უპასუხა:

“ეს არ არის ტერიტორიული დათმობები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კიევს სჭირდება, აღიაროს დე ფაქტო სიტუაცია და უბრალოდ ფხიზლად შეაფასოს იგი”, – აღნიშნა პესკოვმა.