“მოსკოვი კარგავს უკანასკნელ იმედს, შეაშინოს მსოფლიო უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტის მიზნით. საუბარია მესამე მსოფლიო ომის “რეალურ” საშიშროებაზე. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მოსკოვი უკრაინაში დამარცხებას გრძნობს.

ამიტომ, მსოფლიომ უნდა გააორმაგოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა გავიმარჯვოთ და დავიცვათ ევროპული და გლობალური უსაფრთხოება”

ასე ეხმიანება უკრაინის საგარეო მინისტრი, დმიტრო კულება სერგეი ლავროვის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბირთვული ომი “სერიოზული და რეალური საფრთხეა”.