მოსკოვში აკრძალვის შემდეგ, ეროტიკულ ღონისძიებებს საქართველოში ჩაატარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ, რუსული კრიტიკული მედია”დოჟდი” “Kinky Party-ის” “ტელეგრამზე” გავრცელებულ განცხადებას ეყრდნობა.
როგორც ცნობილია, მოსკოვის ხელისუფლებამ გააფრთხილა +18 დახურული ეროტიკული წვეულებების ორგანიზატორები, აეკრძალათ ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია სექსუალურ თემატიკასთან.
დახურული წვეულება მოსკოვში 17 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა ხელისუფლების ზეწოლის გამო ის გაუქმდა.
- „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ღონისძიებები ყოველთვის ემორჩილებოდა კანონს და მიზნად ისახავდა თავისუფალი გამოხატვისთვის უსაფრთხო, პატივმოყვარე გარემოს შექმნას, ჩვენ მივიღეთ გაფრთხილება, რომ დაუშვებელია ჩავატაროთ ღონისძიება, რომელიც დაკავშირებული იქნება სექსუალურ თემებთან“, – წერენ ორგანიზატორები.
ამასთანავე, Kinky Party-ის წვეულებების ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ისინი წყვეტენ თავიანთ საქმიანობას და განაგრძობენ წვეულებების გამართვას საქართველოში.
- “ამჟამად ჩვენ ვაგრძელებთ ღონისძიებებს საქართველოში და ვიმედოვნებთ, რომ შეგხვდებით სხვა ქვეყნებში”, – ამბობენ ორგანიზატორები.