მოსკოვში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებს ჯარში გაწვევის უწყისები გადასცეს. აღნიშნული ინფორმაცია, დაკავებულებმა აქციის მონაწილეებმა უფლებადამცველ ორგანიზაციას OVD-info-ს განუცხადეს. პარტია იაბლოკოს წევრი, კირილ გონჩაროვი ერთ-ერთი დაკავებული აქციის მონაწილისთვის გადაცემულ უწყისს, Telegram-ის არხზე აქვეყნებს.
ერთ-ერთი დაკავებულის ცოლი ამბობს, რომ მის ქმარს უწყისი სამხედრო კომისარმა გადასცა.
“ვიდეოთი იღებდნენ, როგორ გადასცემდნენ უწყისს და ამბობდნენ, რომ არმიღება არ შეუძლია, რადგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და ვალდებულია ხვალ კომისარიატში გამოცხადდეს”, – ამბობდა ქალი.
მობილიზაციის გამოცხადების საწინააღმდეგო აქციებზე 1 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ. გადაწყვეტილება უკვე დღეიდან ამოქმედდება.
- “სამხედრო სამსახურში გაწვევას მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც ამ მომენტში თადარიგში არიან და პირველ რიგში ისინი, ვინც გაიარა სამხედრო სამსახური, აქვს გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. სამხედრო სამსახურში გაწვეულები ნაწილში გაგზავნამდე აუცილებლად გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებიდან გამომდინარე“–თქვა პუტინმა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ მობილიზაცია შეეხება მათმ ვისაც მსახურობდა, აქვს საბრძოლო გამოცდილება, სამხედრო სპეციალობა.
- “ნაწილობრივი მობილიზაცია რეზერვისტებს, სამხედრო განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს ეხებათ. არ გამოვიძახებთ სტუდენტებს და იმ ადამიანებს ვისაც სამხედრო განათლება არ აქვთ. მსგავსი გამოცდილების მქონე 25 მილიონი მოქალაქე გვყავს. ჩვენ მხოლოდ 1 პროცენტს მოვაბილიზებთ, ანუ მხოლოდ 300 ათასს რეზერვისტს. ფრონტისა და აქტიური მოქმედებების ხაზი 1000 კილომეტრს აჭარბებს, აქედან გამომდინარე ამ ხაზს გამაგრება და გაკონტროლება სჭირდება. ნაწილობრივი მობილიზაციაც ზუსტად ამ მიზანს ემსახურება. როდესაც ეს ადამიანები შეიკრიბებიან, გადამზადებას და სპეციალურ კურსებს გაივლიან და ფრონტის ხაზზე მხოლოდ ამის შემდეგ გავაგზავნით. ოპერაცია გრძელდება და მის შესასრულებლად ყველაფერს გავაკეთებთ”-აცხადებს შოიგუ.