მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. ინფორმაცია დაადასტურა, საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ.
სარვაროვის სიკვდილი აფეთქების შედეგად მიღებულმა ჭრილობებმა გამოიწვია.
ასაფეთქებელი მოწყობილობა მისი მანქანის ძირში იყო დამონტაჟებული.















