რუსეთში, მოსკოვში სავაჭრო ცენტრ “მეგა ხიმკი”-ში ხანძარია. რუსული მედიები წერენ, რომ ხანძარი დილის 6 საათზე გაჩნდა, მისი ფართობი 7 000 კვადრატული მეტრია. დადასტურებულია ერთი ადამიანის სიკვდილი.
ცეცხლი თავდაპირველად სავაჭრო ცენტრში მდებარე სამშენებლო პროდუქციის ჰიპერმარკეტ OBI-ში გაჩნდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ვერსიით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვაა.