მოსმენების შესახებ კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას -აშშ-ს საელჩო მოსმენების შესახებ კანონის მიღებას საქართველოში ეხმაურება და აცხადებს, რომ კანონი ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებს.
“პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა.” – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.