მოუთმენლად ველი აშშ-ს სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს საქართველოში – გახარია

გიორგი გახარიას განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი “ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას განამტკიცებს”.

“მოუთმენლად ველი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს საქართველოში. მისი ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას და ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში”, — ამბობს პრემიერი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო თბილისში 17-18 ნოემბერს ეწვევა