მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმას რუსთავში, ეს ერთადერთია, რაც მაცოცხლებს სააკაშვილი

“მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმას რუსთავში, ეს ერთადერთია, რაც მაცოცხლებს”- საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

”მეგობრებო, მინდა იცოდეთ, რომ ვინაიდან ვარ პატიმრობაში და ვერ ვიღებ მონაწილეობას აქციების ოპერატიულ მართვასა და დაგეგმვაში, მთლიანად ვენდობი მრავალპარტიულ და უბრალოდ აქტიური ადამიანებისგან შედგენილ გუნდს.

ერთადერთი მსურს ემიგრანტებს მოვუწოდო აქტიურად იყვნენ ჩართულნი თბილისში დაგეგმილ დიდ ღონისძიებაში. დღეს კი მოუთმენლად ველი ბევრი ადამიანის ხმის გაგონებას რუსთავში. ეს ერთადერთია, რაც მაცოცხლებს და ენერგიას მიხანგრძლივებს.” – აცხადებს სააკაშვილი.