“ეს გადაწყვეტილება [ელჩის გაწვევა] ძალიან მოულოდნელი იყო და ვფიქრობ, სამწუხარო გადაწყვეტილებაა… გასაგებია, რომ ეს ყველაფერი, მძიმე სიტუაციაში არიან ჩვენი უკრაინელი ძმები, მეგობრები, ეს ყველაფერი მძიმე დაბომბვების ფონზე ხდება, თუმცა, ვფიქრობ, რომ ომში მყოფი ადამიანები არიან, მე არ მინდა ამ კონტექსტიდან გამომდინარე მათ მიმართ რაიმე პრეტენზიები გამოვთქვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში მექნება კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, და აუცილებლად ჩვენ ყველა გამოვალთ ამ სიტუაციიდან, ისე როგორც შეეფერება ჩვენს ურთიერთობას და იმ მხარდაჭერას და სოლიდარობას, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ რუსეთის აგრესიის დაწყებამდე და აგრესიის შემდეგაც გადადგა ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის მიმართ. ვფიქრობ, ყველაფერი აუცილებლად დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობასაც იმსახურებს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა”
თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ზელენკის მიერ ელჩის გაწვევაზე.