მინდა, მივმართო ბატონ კახი კალაძეს, რომლის პირადი ფოტოგრაფი ვიყავი, ასევე ვიყავი ბატონი ღარიბაშვილის ფოტოგრაფი, ძალიან ბევრი ფოტო მაქვს გადაღებული ბატონი კახისთვის, საფინალო საფეხბურთო გაცილებაც ჩემი გადაღებულია. შესაბამისად მე მათ ძალიან ახლოს და კარგად ვიცნობ. თავად ღარიბაშვილი მიკავშირდებოდა და მთხოვდა, მისთვის პორტრეტები გადამეღო. იცოდა, რომ პროფესიონალი ვარ და მოსწონდა ჩემი გადაღებული. მინდა მათ პირადად მიმართო – იქნებ, როგორმე მოუხმონ სინდისის ხმას და ბავშვებს აღარ ესროლონ რეზინის ტყვიები. მაშინ, როცა გავრილოვი ჩასვეს პარლამენტში მე წამოვედი და აღარ ვიყავი მათი ფოტოგრაფი. ჩემთვის მომგებიანი იქნებოდა ვყოფიულიყავი ანუკის, კახის ფოტოგრაფი, მაგრამ ჩემი პატრიაოტული სულისკვეთება არ მაძლევდა ამის საშუალებას როგორც კი შევნიშნე რსუული პოლიტიკის გატარება ჩემი ფეხით წამოვედი”
ეს განცხადება “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში თბილისის მერის და ყოფილი პრემიერის პირადმა ფოტოგრაფმა, მარი ნაკანმა გააკეთა.