მოძრაობა “სირცხვილიამ” შაბათს 6 თებერვალს 20:00 საათზე აქცია დაანონსა. აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს არ დაემორჩილებიან და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან. განცხადებაშ ნათქვამია, რომ ხელისუფლება პანდემიას, თავისთვის სასიკეთოდ და სხვებისთვის საზიანოდ იყენებს.
“როდესაც ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არათუ რამე გეგმა აქვს, არამედ უფრო აღრმავებს მას და როდესაც ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების არ ესმის, პანდემიას კი მისთვის სასიკეთოდ და სხვებისთვის საზიანოდ იყენებს მოქალაქეების დაუმორჩილებლობის დრო დგება!
შაბათს, 6 იანვარს, 200-მდე რესტორანი აღარ დაემორჩილება მთავრობის დაუსაბუთებელ შეზღუდვებს და გაიხსნება. დილიდან შეგვიძლია ვესტუმროთ ბარებსა და რესტორნებს, ვისარგებლოთ მათი მომსახურებით და გავამხნევოთ მათი მფლობელები. ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის და ჩვენი მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია.
საღამოს, ე.წ. “კომენდანტის საათის” დროს, ვგეგმავთ დაუმორჩილებლობის ფერად, მხიარულ და ბრჭყვიალა მარშს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია. სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები, სადღესასწაულო ქუდები და სხვა რეკვიზიტები, რომლებიც მარშს კიდევ უფრო ფერადსა და დაუმორჩილებელს გახდის
20:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტთან! “- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, ასევე 6 თებერვალს 200-მდე რესტორანი აცხადებს დაუმორჩილებლობას და დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად გახსნიან კაფე-ბარებსა და რესტორნებს.