“მოქალაქეების” დეპუტატები ამ მთავრობას მხარს არ დავუჭერთ – ელისაშვილი

“”მოქალაქეების” დეპუტატები ამ მთავრობას მხარს არ დავუჭერთ”- პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის, თქმით, ის და ლევან იოსელიანი პარლამენტში მთავრობას მხარს არ დაუჭერენ.როგორც ელისაშვილი ამბობს, ამის მთავარი მიზეზი პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენაა.

“პარტია მოქალაქეების დეპუტატები არ დავუჭერთ ამ მთავრობას მხარს. პირველ რიგში, ღარიბაშვილის კანდიდატურის გამო. დღეს, ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა არის ორ ბანაკად გაყოფილი და იგლიჯება ეს ქვეყანა ამ ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის, ახლა “ქართულ ოცნებას” უნდა წარმოედგინა ისეთი კანდიდატი, რომელიც შეძლებდა კომპრომისებზე წასვლას, გონივრული ნაბიჯების გადადგმას. ოპოზიციასთან დიალოგის მაგიდაზე დაჯდომას, ვითარების განმუხტვას და ქვეყნის და ხალხის რეალურ პრობლემებზე ფიქრს”, – თქვა ელისაშვილმა.