პარტია მოქალაქეები პრემიერ–მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
“ღარიბაშვილის ვერანაირად დავუჭერთ მხარს. ჩვენი ხმები, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი არ იქნება, მაგრამ ეს 2 ხმა ღარიბაშვილის სასარგებლო ნამდვილად არ იქნება”,– თქვა ელისაშვილმა.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა, რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ორშაბათს პარლამენტი ახალ პრემირმინისტრსა და მთავრობას დაამტკიცებს.