“მოქალაქეები” პრემიერად ღარიბაშვილის დანიშვნას მხარს არ დაუჭერენ

პარტია მოქალაქეები პრემიერ–მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

“ღარიბაშვილის ვერანაირად დავუჭერთ მხარს. ჩვენი ხმები, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი არ იქნება, მაგრამ ეს 2 ხმა ღარიბაშვილის სასარგებლო ნამდვილად არ იქნება”,– თქვა ელისაშვილმა.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა, რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ორშაბათს პარლამენტი ახალ პრემირმინისტრსა და მთავრობას დაამტკიცებს.