მოქალაქეები პარლამენტთან “ნამახვანი ჰესის” მშენებლობას აპროტესტებენ

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომის პარალელურად მოქალაქეები, პარლამენტთან ნამახვანი ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

3 თვიანი პაუზის შემდეგ, რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა 30 იანვარს, გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ 105 მეტრიანი კაშხლის აშენების წინააღმდეგ, ადგილზე 97-ე დღეა, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს.

ადგილობრივებმა ადგილზე აღმართულ ჯვართან მისვლაც სცადეს, თუმცა პოლიცია მათ ტერიტორიის დატოვებას სთხოვდა, რასაც დაპირისპირებაც მოჰყვა, შემდეგ ადგილზე პოლიციამ, ძალის გამოყენებით, საპროტესტო კარავი დაშალა.