მოქალაქეებს ავღანეთის დატოვების საშუალება მიეცეთ – 70-მდე ქვეყნის განცხადება

მსოფლიოს 70-მდე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, საერთო განცხადებას ავრცელებს ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:

“გაუარესებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ მხარს ვუჭერთ, ვმუშაობთ უზრუნველსაყოფად და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცეს და ხელი შეუწყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების და იმ ავღანელების უსაფრთხო და მოწესრიგებულად გამგზავრებას, ვისაც ავღანეთის დატოვება სურს.

ავღანეთში ძალაუფლებასა და ხელისუფლებში მყოფი პირები, პასუხისმგებლები და ანგარიშვალდებულები არიან ადამიანის სიცოცხლისა და ქონების დაცვაზე, ასევე უსაფრთოხებისა და სამოქალაქო წესრიგის დაუყოვნებლივ აღდგენაზე. ავღანელი ხალხი იმსახურებს იცხოვროს უსაფრთხოდ, დაცულად და ღირსეულად. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება, მზად ვართ, მათ დავეხმაროთ.

ავღანელებს და საერთაშორისო მოქალაქეებს, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, ამის საშუალება უნდა მიეცეთ. გზები, აეროპორტები და სასაზღვრო პუნქტები ღია უნდა დარჩეს და სიმშვიდე შენარჩუნდეს.

ავღანელი ხალხი იმსახურებს, იცხოვროს უსაფრთხოდ და ღირსეულად. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობა, მზად ვართ მათ დასახმარებლად”,– წერია 70-მდე ქვეყნის განცხადებაში.

ცნობისთვის, 15 აგვისტოს, თალიბანმა ქაბული დაიკავა, ავღანეთის პრეზიდენტმა კი ქვეყანა დატოვა. მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ, რიგებია აეროპორტებთან.