პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას თქმით, იმ მოქალაქეებს, ვინც სამსახური კორონავირუსის პანდემიის დროს დაკარგა და ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დახმარებას იღებს, სესხები კიდევ 3 თვით გადაუვადდებათ.
,,გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადასახადის გადავადება 3 თვით. ყოველივე ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი”,- თქვა გახარიამ.
საბანკო სექტორმა პანდემიის გამო მოქალაქეებს სესხები 3 თვით უკვე გადაუვადა, თუმცა 3 თვე უკვე გავიდა.