მოქალაქეებს სისტემატურად ვაბრუნებ უკრაინაში, ეს სააკაშვილსაც ეხება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ ის მოქალაქეებს ყოველთვის აბრუნებს ქვეყანაში, რაც სააკაშვილსაც ეხება.

მისი განმარტებით, აღნიშნულ საკითხში იქნება ჩართულია ყველა – როგორც ელჩების ისე საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

“მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი სისტემატურად დაკავებული ვარ, ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით. სხვადასხვა ხერხებით, რომლებიც გამაჩნია, რომლებსაც ჩემი ძალაუფლება მაძლევს. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუტი, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი საელჩო საქართველოში, საქართველოს ელჩის დონეზე და მინისტრთა კაბინეტებს შორის საუბრის დონეზე – ყველანი ვიმუშავებთ ამაზე”,– განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ბრიფინგზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 დღის წინ დააკავეს.