მოქალაქემ გვარი შეიცვალა, ე.წ. 2 პირადობაზე დეზინფორმაცია ვრცელდება – მმართველი გუნდის, დეპუტატი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეს რომელსაც სხვადასხვა გვარით 2 პირადობის მოწმობა ჰქონდა “დეზინფორმაციაა” და მან უბრალოდ გვარი შეიცვალა. პაპუაშვილი ასევე აცხადებს, რომ ის მიმართავს პერსონალური ინფორმაციის დაცვის ინსპექტორს რათა მომხდარზე რეაგირება ჰქონდეს, რადგან მოქალაქის პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდა.
“ჯერ კიდევ მიმდინარეობს ე.წ. 2 პირადობის მოწმობაზე დეზინფორმაციის გავრცელება. როგორც იცით, დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ პრესკონფერენციით, მათ შორის, Facebook-ის მეშვეობით, აქტიურად აწარმოებდა ყალბ საინფორმაციო კამპანიას, თითქოს, 2 პირადობის მოწმობა, რომლებიც მათ დააფიქსირეს, მიანიშნებდა გაყალბებაზე. ამაზე განმარტება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომ – საქმე მარტივადაა, ადამიანმა გვარი შეიცვალა და ვინაიდან ეს 15 სექტემბერს მოხდა, ცესკოსთვის სიების გადაცემის შემდეგ, ის ფიქსირდებოდა ძველი გვარით სიაში. სურათებზეც ნახავთ, რომ პირადი ნომერი ერთი და იგივეა, რამე სხვა პირადი ნომერი არ არის და ზოგიერთმა მედიამ გადაამოწმა კიდევაც – ეს ადამიანი 2-ჯერ არ ფიქსირდება სიაში. ამ განმარტების მიუხედავად, ტელეკომპანიები და ოპოზიციის წარმომადგენლები ახლაც აქტიურ კამპანიას აწარმოებენ, თითქოს ეს რაღაც დარღვევაა”. – აცხადებს პაპუაშვილი.