მოძრაობა #სირცხვილია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს. ისინი ხელისუფლებისთვის უმოქმედობას აპროტესტებენ, რამაც, მათი თქმით, ზაზა გახელაძისთვის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 12.5 წლით პატიმრობის მისჯა განაპირობა.
“ეს არის არაფრის კეთება ამ უწყების მიერ, რომელიც არის სახე ქართულის ოცნების. როგორ შეიძლება, რომ შენი ქვეყნის მოქალაქეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე 12 წლით პატიმრობაში უშვებდნენ და ვერაფერს ვერ აკეთებდე. იმიტომ რომ ეშინიათ, პუტინზე მიბმული მონები არიან. პუტინმა რომ უთხრას, 20 ათასი კაცი გამოუშვი, რომ 100–100 წელი მივცეთ, გაუშვებენ, იმიტომ რომ მონები არიან”,– ამბობს გიგა მაქარაშვილი.
დღეს ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს.