„მოქმედებენ დავალებით, სადამდეც გაუვათ. ვერ გაუვათ, როგორც კი საზოგადოება გააცნობიერებს, რომ საკუთარ ქვეყანაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელი და არა ოხანაშვილი და შეშლილი კობახიძე[…]პარლამენტი რას დაამსგავსეს. რეალურად, რუსეთის სპეცსამსახურებს ჩააბარეს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს რუსული სპეცსამსახური მართავს იმიტომ, რომ იქ ხდება პარლამენტის წევრების ასე თრევა, ფიზიკური შეხლა-შემოხლა, არ ალაპარაკო, არ მოისმინო“,
ამის შესახებ განაცხადა მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა და „სამართლიანი საქართველოს” ლიდერმა ეკა ბესელიამ რუსულ კანონთან დაკავშირებით.