მოქმედმა მოსამართლემ, სვიანაძემ შვილთან ერთად აშშ-ში შვებულება აიღო და იქ დარჩა – ჯანეზაშვილი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, უვადო მოსამართლე სვიანაძემ შვებულება აიღო, აშშ-ში წავიდა და იქ დარჩა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ (მაია სვიანაძემ) შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა.

იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.
ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში.
დავამატებ, რომ მაია სვიანაძე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლის თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა.”- წერს ჯანეზაშვილი.