“მოღალატე თორნიკე შენგელია გაიქცა საოკუპაციო არმიის კლუბში და თურმე პოლიტიკა სპორტი არაა” – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ის ჩვენი კალათბურთელი ქვეყნის მოღალატე რომ გაიქცა რუსეთში… თურმე პოლიტიკა არ არის სპორტი. სპორტზე უფრო დიდი პოლიტიკა არაფერია ქვეყანაზე. სპორტი არის ნომერ პირველი პოლიტიკა. ამას დამტკიცება არ სჭირდება. იმიტომ, რომ დღეს სპორტით განისაზღვრება სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები. ნებისმიერი მიმართულებით რომ ავიღოთ. კაცი წავიდა რუსეთის არმიის, საოკუპაციო არმიის კლუბში წავიდა საქართველოს ნაკრების კაპიტანი. ამიტომ მეშინია, ამიტომ ვფიქრობ, რომ არ მივეჩვიოთ ჩვენ ამ მონობას, ბოგანოობას, მოღალატეობას.” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად თორნიკე შენგელიამ ესპანური “ბასკონია” დატოვა და რუსულ “ცსკა”-ში გადავიდა.