დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ ირინა ენუქიძე თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს შეადარა და თქვა, რომ მასაც არ ხვდებოდნენ მაღალჩინოსნები.
მან პრემიერ–მინისტრ გახარიას ურჩია, ბაჩალიაშვილის მშობლებს შეხვდეს.
“ირინა ენუქიძე, სანდრო გირგვლიანის დედა, ითხოვდა ერთ მაშინდელ მაღალჩინოსანთან შეხვედრას. ამ მაღალჩინოსანმა ეს შეხვედრა იუკადრისა. ამ ფაქტის შედეგები მაშინაც მახსოვს და არ დამავიწყდება. სხვა რამეა მგლოვიარე მშობელთან შეხვედრა ჩვენს კულტურაში, არ ჯდება პროტოკოლის წესებში. ბოლო ბოლო, მოყმის დედაც კი მოიკითხავს მტრის, ვეფხვის დედას. ასე რომ სუფთა ადამიანური რჩევაა გახარია შეხვდით თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს…”,- წერს დოლიძე ფეისბუქზე.
ცნობისთვის, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა რამდენიმე დღეა გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს.