მოშე არის “გაშავებაზე” სპეციალიზებული პიარ ტექნოლოგი, რომელიც ხელისუფლების კამპანიის ჯაჭვში ერთ ნაწილს ასრულებს. ის აშავებს ოპონენტს და სწორედ ამ ოპონენტზე ხდება მიქსევა ამ ძალადობრივი ჯგუფების. მოშეს ჩამოყვანა პირდაპირ კავშირშია ფიზიკურ ძალადობასთან.

მისნაირი ადამიანების გამოყენება გათვლილია იმაზე, რომ ადამიანებს არ აქვს აზროვნებისა და კრიტიკული შეფასების უნარი. მათ უყურებენ როგორც სულელებს, რომლებიც შეიძლება ადვილად წამოაგო დეზინფორმაციასა და სისულელეზე, რაც შემდგომში მათ გადაწყვეტილებებსა და განწყობაზე მოქმედებს. სწორედ ესაა მათი [ქართული ოცნების] გათვლა.

ასე ეხმაურება “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე “ოცნების” მიერ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის PR-კონსულტანტად მოშე კლუგჰაფტისა და მირი მიქაელის დაქირავებას.