მოშივდა საბრალოს, იშოვონ ცოტა კიდევ, მერე გაჭირდება – სააკაშვილი ვაშაძეს პასუხობს

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ “სააკაშვილის გასწორება არ იქნება”.

სააკაშვილის განცხადებით, ვაშაძისთვის ფულის შოვნის ყველაზე ადვილი მეთოდი მისი ლანძღვაა.

“რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? – სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერ-ჯერობით ივანიშვილის საქართველოში… არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე.
იშოვონ ცოტა კიდევ, თორე მერე, გაჭირდება ეგ ამბავი”,– წერს სააკაშვილი.