“მოშიმშილე პატიმარზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და არა ექიმი”- ამის შესახებ, მედიცინის დოქტორმა, გიორგი კავკასიძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში, ტელეწამყვან არჩილ გამზარდიასთან გადაცემაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანრმთელობაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება საკთარი გადაწყვეტილებებით შეურაცხყოფას აყენებს სამედიცინო პერსონალს და ყველა გადაწყვეტილება რომელიც სააკაშვილის მიმართ არის მიღებული არის პოლიტიკური და არა სამედიცინო.
”მიხეილ სააკაშვილის მიმართ ყველა გადაწყვეტილება არის პოლიტიკური და არა სამედიცინო. ამ დროს პირიქით უნდა იყოს. ამ პაციენტზე სამედიცინო ჩარევა უნდა გადაწყვიტონ ექიმებმა. მე როგორც ექიმი შეურაცხყოფილი ვარ, რადგან ჩემი ვარაუდი დაადასტურა პირველმა და მეორე კონსილიუმმა. ჩვენ გვაქვს სამედიცინო განათლება მღებული და ვიცით რა გართულებები შეიძლება მოჰყოლოდა ამ შიმშილობას, მითუმეტეს იმ ადამიანში, რომელსაც აქვს გენეტიკური თანდაყოლილი დაავადებები. ყველაფერი ვერ ვიწინასწარმეტყველეთ აღმოჩნდა იმაზე მეტი ვიდრე გვეგონა. და ამ ვარაუდებს სახელმწიფო მოხელეები ეძახიან ფეიქს. მიხეილ სააკაშვილი არ არის პირველი მოშიმშილე პატიმარი, ძალიან ბევრი მოშიმშილე პატიმარი არსებობდა და მოშიმშილე პატიმარზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და არა ექიმი. თუ ექიმის რეკომენდაციას არ იზიარებს ხელისუფლება და ამ რეკომენდაციების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ექიმებზე გადაბრალება აბსურდია. ხელისუფლება რომ შეიცვალოს და ღმერთმა დაიფაროს სააკაშვილს რამე რომ დაემართოს გგონიათ აი ისინი ვინც ამ განცხადებებს აკეთებენ აცდებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა? არ აცდებათ. “- აცხადებს გიორგი კავკასიძე.