მოძალადე პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს – რომან გოცირიძე

ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ეხმიანება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას და მის გადადგომას ითხოვს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას სანქციები უნდა დაუწესდეს.

“მოძალადე პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს. პარლამენტის თავმჯდომარემ და პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს პარლამენტის რიიგარეშე სხდომა, რათა მიღებული იქნას საჭირო გადაწყვეტილებები.

სასწრაფოდ უნდა იქნას გამოვლენილი ყველა მოძალადე და მიეცეს პასუხისგებაში. მეგობარმა სახელმწიფოებმა უნდა დაუწესონ სანქციები საქართველოს მთავრობას, მის ცალკეულ წევრს და ბიძინა ივანიშვილს, როგორც ხელისუფლების ქმედებებზე პერსონალურად პასუხისმგებელ პირს”,– წერს გოცირიძე.

პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა, რომ ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის. მისი თქმით, ამ ადამიანების უკან “რადიკალური ოპოზიცია დგას სააკაშვილის მეთაურობით”.