მოძალადე ჯგუფების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა, შემდეგ შადრევანში ჩახტა

ფოტო : ფორმულა

რუსთაველზე, პარლამენტის წინ მოძალადე ჰომოფობიური ჯგუფების აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა, ამის შემდეგ კი შადრევანში ჩახტა.

“თავის დაწვის” მიზეზი ჰომოფობიურია. მისი თქმით, არ უნდა ”ცოდვილ ქვეყანაში” ცხოვრება, სადაც ლგბტქ ადამიანებს იცავენ.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე პრორუსული ალტ-ინფოს წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისინი ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლების დაკავებას აპროტესტებენ.