მოძალადე ჯგუფები რუსთაველის გამზირზე მომუშავე ჟურნალისტებს თავს ესხმიან

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოძალადე ჯგუფები ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. “ტაბულას” ჟურნალისტ მაკო ჯაბუას თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს.

ისინი დაუპირისპირდნენ რუსთავი 2-ის, ფორმულას, ნეტგაზეთის, On.ge-ს, მთავარი არხისა და სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებსაც და მათი აპარატურის დამტვრევა სცადეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა მედიის წარმომადგენლების დაცვას ვერ ახერხებს.