პუტინისტურმა, მოძალადე ჯგუფებმა და სასულიერო პირებმა პარლამენტის წინ განთავსებული ოპოზიციის მხარდამჭერი კარვები დაარბიეს და ტერიტორია დაიკავეს.
მათ კარავში მყოფ ადამიანებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კარვების ინვენტარი ადგილიდან გაიტანეს. მათთვის ხელი არ შეუშლიათ სამართალდამცავებს.
მოძალადეებს წინ მიუძღვოდა პუტინისტური მედიის, ალტ-ინფოს წამყვანი ზურა მახარაძე და რამდენიმე სასულიერო იერარქი.
ცნობისთვის, დღეს თბილისში ღირსების მარში გაიმართება, რის ხელშესაშლელადაც ჰომოფობიური ჯგუფები რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან.