“მოძმე ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობა უკრაინელებმაც აირჩიეს.
მემორიალის მარმარილოს ფირფიტებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების გვარები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე, რომლებიც მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აძლევენ ყველაზე ძვირფასს – საკუთარ სიცოცხლეს.
გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია.
უკრაინას ახსოვს!”

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა.