მოძრაობა “სირცხვილია” და ”საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია” სამოქალაქო საარჩევნო კომისიას ქმნიან

მოძრაობა “სირცხვილია” და ”საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია” სამოქალაქო საარჩევნო კომისიას ქმნიან.კომისიის მიზანი იქნება საზოგადოების საარჩევნო პროცესში ჩართულობა და მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, არჩევნების გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად ჩატარება.

ამ მიზნით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვაერთიანებთ რესურსებს, რათა საარჩევნო პროცესი საზოგადოებისთვის გავხადოთ გამჭვირვალე. ჩვენი მიზანია:
  •  წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგი და მათზე რეაგირება;
  •  არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლა და დროულად გამოქვეყნება;
  • არჩევნების შეფასება და შედეგების მიწოდება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
https://cec.org.ge – ამომრჩეველს საარჩევნო პერიოდში ექნება საშუალება, იხილოს სრული სურათი ერთ მისამართზე, და სადაც უშუალოდ კენჭისყრის დღეს, ორგანიზებულად და ოპერატულად აიტვირთება არჩევნების ოქმები და შედეგები, და რაც ონლაინ რეჟიმში ყველსათვის იქნება ხელმოსაწვდომი.
ვებგვერდზე წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს მოქალაქეების ჩართულობით აიტვირთება ფოტო/ვიდეო მასალა, რომლებზეც ასახულია საარჩევნო დარღვევები და რომლებსაც დაერთვება კვალიფიციური ექსპერტების განმარტებები.“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში