მოძრაობა სირცხვილიამ დაიწყო გირაოთი გათავისუფლების კარტოგრაფებისთვის გირაოს თანხის შეგროვება.
“კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. თავისუფლებისთვის, თითოეულ მათგანს 20 ათასი ლარის გადახდა მოუწევს. ჩვენი, როგორც საზოგადოების ვალია კიდევ ერთხელ დავუჭიროთ მხარი სამშობლოს ერთგულ, ღირსეულ ადამიანებს”,– წერს სირცხვილია და ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს:
მიმღები: ააიპ მოძრაობა სირცხვილია
TBC: #GE27TB7589236070100003
BOG: #GE44BG0000000162241054
დანიშნულება: კარტოგრაფებისთვის
დღეს მელაშვილი და ილიჩოვა სასამართლომ 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გარდა ამისა, სასამართლომ ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა.