მოწოდებული ვართ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ – პრემიერი მიშელთან შეხვედრის შემდეგ

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება, თუმცა შეთანხმება არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე არ მოხდება.

“მინდა გითხრათ, რომ პროცესი გრძელდება. ხვალ კიდევ გვექნება დიალოგის შესაძლებლობა. მინდა ცხადად განვაცხადო, მოწოდებული ვართ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესის ხარჯზე. ჩვენ ვართ მზად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, ეს უნდა ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები კომპრომისი.

ჩვენ ღიად ვთქვით რა არის ჩვენი პოზიცია. ბატონ შარლ მიშელს გავუზიარე ჩვენი პარტიის პოზიცია, მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები. ოპოზიცია დესტრუქციული მანერით ცდილობს, ხელი არ შეუწყოს დიალოგს. იმედი მაქვს, ოპოზიცია კონსტრუქციულ დიალოგს გააგრძელებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.