“მე რა თქმა უნდა ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, რაც არის ჩვენი საერთოეროვნული იდეა და მიზანი. მე მჯერა, რომ დღეს ჩვენი ხალხი მიიღებს მორიგ ბრძნულ გადაწყვეტილებას და ხმას მისცემს ქვეყნის სტაბილურობას და არა შფოთს, ქაოსს, რომელიც მომდინარეობს დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან. მჯერა, რომ დღეს ყველანი გავაკეთებთ სწორ არჩევანს და ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი, ვიდრე არის დღევანდელი.
მოწოდებული ვართ, რომ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩავატაროთ. მე მჯერა, რომ მშვიდად ჩაივლის დღევანდელი დღე. მინდა ყველას მოვუწოდო აქტიურობისკენ, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი”
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ.