”პირველ რიგში მინდა შევეხო ჩემი ყოფილი კოლეგის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. ის ახლა პატიმრობაშია და დარწმუნებული ვარ, ყველამ ვნახეთ კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მისი მდგომარეობა სავალალოა. ამიტომ, მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაუშვან ის სამკურნალოდ ევროკავშირში. 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ჩვენ, ბალტიის ქვეყნების ლიდერები და პოლონეთის პრეზიდენტი, თბილისში ჩავედით სოლიდარობის გამოსახატად. მას შემდეგ 15 წელი გავიდა და დღეს ისევ იგივე სიტუაციაა. რუსეთის ჯარები ისევ იქ არიან და არაფერი შეცვლილა და სწორედ ამან მოიტანა შემდეგ 2014 წელი და უკრაინის ოკუპაცია. თუმცა, კიდევ ერთი რამე არ მიხსენებია: 2009 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ გადაწყვიტეს, რომ რაც მოხდა, მოხდა და რუსეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან უნდა დაეწყოთ. სწორედ ეს გადატვირთვიოს პოლიტიკა მიმდინარეობდა 2009 წლიდან 2014 წლამდე. შემდეგ, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ანგელა მერკელმა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთთან გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს მშენებლობის შესახებ. სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა”.
ამის შესახებ ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი ევროპარლამენტში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრობს.