მოხარული ვიქნებით, თუ ზელენსკი-პუტინის შეხვედრას ვუმასპინძლებთ – თურქეთი

თურქეთი მზადყოფნას გამოთქვამს, უმასპინძლოს ვოლიდიმირ ზელენკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

“ჩვენ გუშინ ვთქვით, რომ მოხარული ვიქნებით, თუ ვუმასპინძლებთ. აუცილებელია, რაც შეიძლება მალე მოვამზადოთ საფუძველი ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ, რომ მზად ვართ ვიმოქმედოთ როგორც მასპინძელი ამისთვის”, – თქვა მან.

ცნობისთვის, შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს თავად პრეზიდენტი ზელენსკი. მან მომლაპარაკებლების დელეგაციას დაავალა, განხილვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი პუტინთან შეხვედრა იყოს.