“მოხდა სისხლდენის შეჩერება” – როგორია მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმის ცნობით, დამაკმაყოფილებელია. მისი განმარტებით, სასულიერო პირს კუჭ-ნაწილავიდან სისხლდენა ჰქონდა

“გამოხატული იყო კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის კლინიკური სიმპტომატიკა. სისხლის კომპონტენტების მნიშვნელოვანი დანაკარგით. ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა, მოხდა სისხლდენის შეჩერება, დანაკარგის სისხლის კომპონტენტებით შევსება. მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელიც კი.

ის თავიდანვე იყო კონტაქტური, ადეკვატური, უბრალოდ გამოხატული იყო ძლიერი საერთო სისუსტე, რაც ბუნებრივია ასეთ დროს”,– ამბობს ექიმი.

ცნობისთვის, მეუფე სტეფანე საავადმყოფოში 2 იანვარს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, რაც შემდეგ საპატრიარქომ უარყო.