“მოხდება დაზარალებულების და მოძალადეების იდენტიფიცირება და რეესტრის შექმნა” – 4 ოპოზიციური პარტიის შეთანხმება

“მოხდება დაზარალებულების და მოძალადეების იდენტიფიცირება და რეესტრის შექმნა” – ბარიერგადალახული ოპოზიცია (კოალიცია ცვლილებისთვისერთიანობა-ნაციონალური მოძრაობაძლიერი საქართველო და გახარია-საქართველოსთვის) ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

“ჩვენ ვმუშაობთ და კიდევ უფრო ინტენსიურად გადავდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ შეიქმნას რეესტრი, რომელშიც ყველა მტკიცებულების აღწერით, თითოეული დაზარალებული და თითოეული მოძალადე დეტალურად იქნება დოკუმენტირებული. ამ მასალებს იმისთვის გამოვიყენებთ, რომ ყველა მოძალადის საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომელსაც ისინი ვერსად გაექცევიან. არ დავტოვებთ არცერთ საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებს, სადაც დაზარალებულების სახელით საქმეებს არ წავიღებთ იმისთვის, რომ თითოეულმა მოძალადემ პასუხი უმკაცრესად აგოს. ასევე, ვიზუნებთ იმაზე, რომ მოქალაქეებს სწრაფი და კვალიფიციური სამართლებრივი დახმარება ჰქონდეთ იმისთვის, რომ თვითმარქვია, არალეგიტიმური რეჟიმის მხრიდან ზეწოლას გაუმკლავდნენ”. – თქვა კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა.

“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრის თენგო თევზაძის თქმით, ყველა მხრის იდენტიფიცირება მათ საშუალებას მისცემს, როგორც დაზარალებულების დახმარებისა, ასევე მოძალადეების პასუხისმგებლობის დაყენების.

“მნიშვნელოვანია, ყველა მოძალადემ იცოდეს, რომ მოხდება მათი იდენტიფიცირება და მათ შესახებ ინფორმაციის შეგროვება,” – აღნიშნა თენგო თევზაძემ.

“ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” წევრის თამარ კორძაიას თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს 3 მნიშვნელოვან კომპონენტს: პირველი ეს არის მედია სფერო, რომლის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული დევნა ხორციელდება და უკვე მედიის 72 წარმომადგენელია დაზარალებული ამ დევნის გამო.  ასევე კორძაიას განცხადებით მნიშვნელოვანი კომპონენტია ის სისასტიკე, რომელსაც არალეგიტიმური ხელისუფლება ჩადის საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

“ეს სისასტიკე ხორციელდება ე.წ ბუფერულ ზონაში. დაკავების შემდეგ მათ სცემენ მანქანებში, სადამდეც არავის უშვებენ, რომ ობიექტურმა თვალმა დაინახოს. ამის შემდეგ ხალხს ხელს აწერინებენ, რომ დაკავებისას მიიღეს დაზიანებები – ეს აუცილებლად გამოსაძიებელია.” – აღნიშნა კორძაიამ.