“მოხდება იდენტიფიცირება და ყველა დაჯარიმდება”- განაცხადა, თბილისის საპატრულო პოლიციი ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, გოგა მემანიშვილმა. მისი თქმით, მოხდება პირების იდენტიფიცირება და “კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის დაჯარიმდება 2000 ლარით.
„მოხდება იმ პირების იდენტიფიცირება ვინც არღვევს გადაადგილების შეზღუდვას, დაჯარიმდება შესაბამისად. ყველა ვინც არღვევს და ვისაც არ აქვს შესაბამის ნებართვა“.- განაცხადა მემანიშვილმა.
დაუმორჩილებლობის მარში თბილისში: 21 საათზე მოძრაობა სირცხვილიას ორგანიზებით პარლამენტის წინ დაწყებული დაუმორჩილებლობის აქცია ამ დროისთვის დედა ენის ბაღში გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ კომენდანტის საათის დაწყებამდე შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნა „კომენდანტის საათის” გაუქმება და არსებული რეგულაციების მოხსნაა. სამოქალაქო აქტივისტებს შეუერთდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც.