მოხლეობის 59%-ს არ გადაუწყვეტია, არჩევნებში ვის მისცემს ხმას – NDI

მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88%), თუმცა მათ 59%-ს არ გადაუწყვიტავს თუ ვის მისცემს ხმას. ინფორმაციას NDI აგვისტოში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვების საფუძველზე აქვეყნებს.ბოლო კვლევის შემდეგ ეს მაჩვენებელი 3%-ით გაიზარდა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით)ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა.გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის. საველე სამუშაოების პერიოდია: 6-11 აგვისტო, 2020 წელი. ჯამში ჩატარებულია 2 045 დასრულებული ინტერვიუ. (29%გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით) რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით სატელეფონო ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ს ინფორმაციით, ინტერვიუები ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ჩატარდა. კვლევა ეფუძნება ყველა გამოკითხულის აზრს. კვლების მიხედვით, არ არსებობს სხვა ფაქტორები, რომლმაც შესაძლოა კვლევის შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3%-ია.