ყოფილი სასულირო პირი, ბასილ კობახიძე აღდგომის დღეებში საქართველოში ვირუსის გავრცელების საფრთხეებზე სოციალურ ქსელში წერს.
“ხვალ უამრავი ხალხი შეიკრიბება ეკლესიებში, დიდი ხუთშაბათია. მედია დუმს ამაზე, თითქოს მხოლოდ აღდგომაზე იყოს შეკრება. მე ახლა ვარ საფრანგეთში. ერთი თვეა მკაცრი კარანტინია, სულ ოდნავი სიკეთე ეტყობა. უამრავი ხალხი დაიღუპა და იღუპება. აი ჩემგან, ტრასის იქით, არის მოხუცთა რეზიდენცია. კორონამდე მანდ ვმუშაობდი კარისკაცად, ყველას ვიცნობდი თითქმის და აღარ არიან ძალიან ბევრი. არ მინდა რომ ეს მოხდეს საქართველოში და რა ვქნა არ ვიცი. გახარიას კრიტიკა არ შეიძლებაო პატიოსანი ბიჭიაო, ამირან გამყრელიძის კრიტიკა არ შეიძლება უმაღლესი პროფესიონალი და ჩვენი ახლობელიაო, პატრიარქის არ შეიძლება, ჩვენი ღმერთიაო, მაშინ ჩემი დედაც ვატირე, ეს შეიძლება, მაგრამ საქმეს რითი წაადგება? ხალხმა უნდა გამოხატოს დიდი და ძლიერი მღელვარება სოციალური ქსელებით და დარეკვებით, ეს მღელვარება უნდა მივიდეს მთავრობამდე და ეკლესიამდე, რომ იმათ ნახონ რომ ძალიან ბევრი ადამიანია აღშფოთებული” – წერს ბასილ კობახიძე სოციალურ ქსელში.