“მოძალადე ძალა, რომელიც ძალადობრივი გზით მართავდა ჩვენს ქვეყანას, ყოველთვის ლაჩრობით გამოირჩიოდა. წარმოიდგინეთ, როგორი დეგრადირებული უნდა იყოს ის პოლიტიკური ძალა, რომ პარტიის თავმჯდომარემ [ნიკა მელია] საკუთარი მამა გააგზავნოს ასევე პოლიტიკური ბრძოლის ველზე. ჩვენ მანამდე ვიხილეთ, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, კაცმა საკუთარი მეუღლე გაწირა ამ პოლიტიკური ბატალიებისთვის. ახლა კაცმა თავისი მოხუცი მამა, ასაკში მყოფი მამა გამოუშვა არჩევნებისთვის ქალაქ ზუგდიდში. ამას ერთადერთი მიზეზი და მიზანი აქვს, რომ რამენაირად ტემპერატურა აწიონ და ზუგდიდი გახადონ, როგორც ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, საჯილდაო ქვად აქციონ ეს ქალაქი. რა თქმა უნდა ამას ვერ მიაღწევენ, ვერც მამები უშველიან, ვერც ცოლები და ვერც სხვა ფარები მათ. ეს არის ის უმსგავსო და უღირსობა, რომელიც მართლაც უნდა დავამთავროთ”

თქვა ღარიბაშვილმა ზუგდიდში მერობის კანდიდატის წარდგენაზე.