მრავალი თხოვნის მიუხედავად, საქართველოსგან არ მიგვიღია პასუხი იარაღის მიწოდებაზე – ამის შესხაებ, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
”სამწუხაროდ, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, ჩვენ არ მიგვიღია პასუხი საქართველოს მთავრობისგან უკრაინისთვის იარაღის, საბრძოლო მასალისა და, როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების ტექნიკის მიწოდებაზე.
თუმცა, ჩვენ ყოველთვის გულწრფელი და ღია ვიყავით ჩვენს განზრახვებში. ჩვენ გვჯერა, რომ სამხედრო დახმარებისთვის უკრაინის მიმართვა მოძმე საქართველოსადმი იმ დროს, როდესაც საუბარი მიდიოდა გადარჩენაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, სრულიად გამართლებული, სამართლიანი და აუცილებელი იყო. რადგან ერთ დროს უკრაინის მთავრობა დაეხმარა ქართველი ლტოლვილების ევაკუაციაშია სვანეთის მთებში, გაუწია საქართველოს უძლიერესი ჰუმანიტარული (1993), ასევე, სამხედრო-ტექნიკური და პოლიტიკური დახმარება საქართველოს მთავრობას 2008 წელს.
ასევე გამართლებული და აუცილებელი იყო უკრაინაში თავდადებული ქართველი ვაჟკაცების გაშვების ორგანიზებული მცდელობა, რომლებმაც გადაწყვიტეს დაეცვათ ჩვენი ქვეყნის საერთო მტრისგან – რუსეთის ფედერაციისგან.” – განაცხადა მან.