მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს სამოქალაქო კლინიკას – ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა მსგავსი ტიპის კლინიკა ავტომატურად არ გულისხმობს სამოქალაქო კლინიკას.

“მრავალპროფილური კლინიკა არ გულისხმობს სამოქალაქო კლინიკას, პირადად თქვენ ატყუებთ საზოგადოებას, როდესაც მე მაბრალებთ ტყუილს. თქვენივე სიუჟეტს რომ კარგად შეხედოთ, როდესაც თქვენ აბრალებთ კონსილიუმს ერთ-ერთ წევრს, ბატონ ფაღავას, თქვენს არხზე გაშვებულ კომენტარში სამოქალაქო კლინიკას არ ახსენებს. ასე რომ კარგად მოამზადეთ ეგ სიუჟეტიც, როდესაც მე მადანაშაულებთ ტყუილში” – ამბობს ბრეგაძე.

მისივე განმარტებით, ბოლო დასკვნა, რომელიც დადო კონსილიუმმა, სარეკომენდაციო ხასიათისაა და იქ საუბარია, რომ თუ საჭირო გახდება ჰოსპოტალიზაცია, ეს უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში.