მრევლს თავზე ხელს ადებენ, თითქოს მაგათი კიდურები ჯადოსნურია – კობახიძე მეუფეებზე

თეოლოგი ბასილ კობახიძე მეუფე ნიკოლოზის გავრცელებულ ფოტოს ეხმიანება, რომელშიც ჩანს, რომ ის ბავშვის დალოცვის პარალელურად, საკუთარ iPhone 12 Pro–ს იყენებს.

თეოლოგის შეფასებით, სასულიერო პირებს საკუთარი სხეული ჯადოსნური ჰგონიათ.

“ეს ფოტო პირდაპირ აჩვენებს, რომ ჩვენი სამღვდელოება ქრისტიანი არ არის. ამ ხვლიკნესვა ნიკოლოზს დასალოცად მიუყვანეს ბავშვი და იმის მაგივრად, რომ ლოცვა წარმოეთქვა, ის თავის აიფონს არ წყდება და მხოლოდ ხელს ადებს თავზე. ამით აჩვენებს, რომ თურმე მეუფის კიდურები, ორგანოები და მთელი სხეული ჯადოსნურია და მუდმივად ასხივებს მადლს, როგორც ეს ეგონათ მეფის სხეულზე შუა საუკუნეებში. იგივეს აკეთებენ სხვა მეუფეები, როდესაც ეკლესიიდან გამოსვლისას თავზე ხელს ადებენ მრევლს, თითქოს მაგათი კიდურები რაღაც ზეციური და საკრალურია. ხალხიც ეხვევა იერარქებს და გამალებით უშვერენ თავებს”,– წერს კობახიძე Facebook–ზე.