მრევლს სამართლიანი პროტესტი აქვს, უპატრონოდ იყო დარჩენილი ჭყონდიდის ეპარქია, მრევლს სამართლიანი პროტესტი აქვს – მეუფე პეტრე

ერთი წლის განმავლობაში უპატრონოდ იყო დარჩენილი ჭყონდიდის ეპარქია და მრევლს სამართლიანი პროტესტი აქვს” – ასე აფასებს ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებას.

“მიეჩვია ჭყონდიდის მრევლი ქრისტიანულად მართვას და წესრიგს ეპარქიაში. მანამ არ დამყარდება იქ წესრიგი, სანამ საქართველოს ეკლესიაში იქნება უსამართლობა, უკანონობა და დარჩება პასუხგაუცემელი შეკითხვები”, – ამბობს მეუფე პეტრე.